ფავორიტებში დამატება!  საიტის წესები | კონტაქტი
logo
სასარგებლო ინფო
იტალიელმა ექსპერტებმა მუზეუმის სარდაფში რაფაელის ტილო იპოვეს

ხელოვნების ექსპერტებმა რენესანსის ეპოქის გამოჩენილი მხატვრის, რაფაელის ნახატის იპოვეს. პატარა ზომის ტილო (30 სმ 40 სმ-ზე), იტალიის პროვინცია მოდენას მუზეუმის სარდაფში დიდი ხნის მანძილზე ინახებოდა. მისი ღირებულება 30 მლნ ევროა. ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იგი რაფაელის ერთ-ერთი ნამუშევრის “წმინდა ოჯახის” პირველი მონახაზია. ამჟამად, “წმინდა ოჯახი” მადრიდის პრადოს მუზეუმში ინახება.

აღმოჩენამდე, სურათი იტალიის პროვინცია მოდენაში, ესტეების საგვარეულო მუზეუმის სარდაფში 27 000 ნამუშევარს შორის ინახებოდა.

ნახატი იტალიელმა ხელოვნებათმცოდნემ მარიო სკალინიმ აღმოაჩინა. “ჩემი ყურადღება ნახატის დიდმა, მოოქროვილმა ჩარჩომ მიიქცია. ეს არ იყო მე-19 საუკუნის ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი ჩარჩო. იგი ტილოს მაღალ ღირებულებაზე მეტყველებდა”, - განაცხადა სკალინიმ.

სკალინიმ ეჭვის გასაფანტად ქალაქ პიზადან ექსპერტების მოწვევა გადაწყვიტა. მათ ნახატი სპეციალური ”მრავალფენიანი დეტექტორით” შეამოწმეს. დადგინდა, რომ იგი ახალი ფენით მე-17-19 საუკუნეების მხატვრებმა რესტავრაციის დროს გადაფარეს. ნახატს ზედა ფენა უკვე მოსცილდა და თავდაპირველი სახე დაუბრუნდა.

“ისტორიულმა კვლევებმა და ნახატის რეკონსტრუქციამ დაგვარწმუნა, რომ ეს რაფაელის შემოქმედებაა”, - განცხადა ხელოვნების ნიმუშის გულშემატკივარმა.

ნახატი აუქციონზე 29 მლნ ევროდ გაიყიდა.
 

  • ამინდი

    თბილისი
    დღე 35 °C    ღამე 21 °C

    New York
    22 °C


    London
    18 °C

    Moscow
    15 °C

    Tokio
    28 °C
  • ვალუტა
    ლარის მიმართება უცხოურ ვალუტასთან

    USD 1.8419 0.0000
    EUR 2.3654 0.0000
    GBP 2.8360 0.0000
    RUB 0.06001 0.0000

  • დრო
    საქართველო ::

ახალი კომპანიები
TOP კომპანიები
  • ტრენინგები–სტაჟირება ბანკში
    სტუდენტებისათვის ტრენინგი და სტაჟირება 60%ფასდაკებით:სულ160ლარი
    http://www.crdg.ge

  • ეძებთ სამსახურს?
    განცხადებები, ვაკანსიები, რეზიუმეები, ტენდერები, ტრეინინგები და სხვა
    http://www.staff.ge
რეკლამა: ads by NBC
2010 © სტუდია NDT-ს და საინფორმაციო ცენტრი NBC-ს ერთობლივი პროექტი.
საიტის პროგრამული უზრუნველყოფა, სტუდია PageLux-ი
Privacy Policy